მაკფადენის მე-5 გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში

მაკფადენის მე-5 გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის, თად მაკფადენის გუნდი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. “ტენერიფე იბეროსტარმა” აღნიშნულ ევროტურნირზე ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. 

ტენერიფელებმა B ჯგუფის მორიგ ტურში ისრაელის “უნეტ ჰოლონს” უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 84:52 სძლიეს, მაკფადენი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:16 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა დ 2 პასი მიითვალა.
თადმა 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, მასპინძლებმა სტუმრებზე 32 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ტენერიფელებს 5-დან 5 გამარჯვება აქვთ და B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. “იბეროსტარი” მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს ჩაატარებს, როდესაც ჩეხეთში ჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფ “ოპავას” შეხვდეება.