მაკფადენისა და “ტენერიფეს” გზები გაიყარა

მაკფადენისა და “ტენერიფეს” გზები გაიყარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა, თად მაკფადენი, რომელიც “ტენერიფე იბეროსტარის” ღირსებას იცავდა, ესპანური კლუბი დატოვა. მიზეზი და ის, თუ სად გააგრძელებს მაკფადენი კარიერას, უცნობია.

მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და ტენერიფელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი საშუალო მონაგარი კი 12.4 ქულა, 1.5 მოხსნა და 2.3 პასი იყო, ამასთან, ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ 2-ჯერ დასახელდა.

თადმა ტენერიფელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 9.5 ქულას, 2.3 მოხსნასა და 3.1 პასს იხვეჭდა. მაკფადენი