მამუკელაშვილის 10 ქულა და 8 მოხსნა ბრუკლინ ნეთსის წინააღმდეგ

მამუკელაშვილის 10 ქულა და 8 მოხსნა ბრუკლინ ნეთსის წინააღმდეგ

ლას ვეგასში მიმდინარე ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. 22 წლის ქართველის დრაფტზე ამყვანმა “მილუოკი ბაქსმა” დაძაბულ ბროლაში – 91:97 წააგო “ბრუკლინ ნეტსთან”, ქართველი ფორვარდი კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მამუკელაშვილი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 10 ქულის, 8 მოხსნის (3 შეტევაში, 5 დაცვაში), 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან თამაშიდან 6-ჯერ ისროლა და 3-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში, აქედან ერთხელ მამუკელაშვილმა სამქულიანიც ისროლა, მაგრამ უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზიდან კი დღესაც კარგად გამოიყურებოდა და პირველ მეოთხედში გაფუჭებული 2 ერთქულიანის შემდეგ, ზედიზედ 4 ჩააგდო. მატჩის განმავლობაში მას 3 პერსონალური ფოლი დაუგროვდა.

სანდროს შეხვედრაში არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა, რასაც კომენტატორებიც აღნიშნავდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი მამუკელაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ და მას საინტერესო მოთამაშეს უწოდებდნენ.