მამუკელაშვილის 15 ქულა, 8 მოხსნა და გასვლითი გამარჯვება დე პოლთან

მამუკელაშვილის 15 ქულა, 8 მოხსნა და გასვლითი გამარჯვება დე პოლთან

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა. “მეკობრეები” Big East-ის კონფერენციის აუტსაიდერ დე პოლს ესტუმრნენ და 76:68 დაამარცხეს. ქართველი ფორვარდი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

სანდრო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა ზომაზე მეტი, 6 ბურთი დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. საუკეთესოდ კი მისი თანაგუნდელი, ჯარედ როდენი დასახელდა, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

6 მოგებითა და 2 მარცხით სეტონ ჰოლი კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მის წინ კრეიტონი (6-1) და დაუმარცხებელი (3-0) ვილანოვაა. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 17 იანვარს, შინ ქსავიერთან გამართავს. 

მამუკელაშვილის ულამაზესი პასი

მამუკელაშვილის სლემ-დანქი