სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა Big East-ის კონფერენციაში პირველი მარცხი განიცადა. “პირატების” მეტოქე “პროვიდენსი” გახლდათ და გამარჯვებულის გარკვევას დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში პროვიდენსელებმა იძალეს და 80:77 გაიმარჯვეს.
მამუკელაშვილი სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მან ულამაზესი ჩატენვითა და ამას მოყოლილი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა – 72:72. (იხილეთ ვიდეო) მორიგი ე.წ. ენდვანი (AND 1) სანდრომ ოვერტაიმშიც ჩააგდო და ანგარიში ისევ გაათანაბრა (77:77), თუმცა საბოლოოდ გამარჯვება პროვიდენსელებს დარჩათ. მსაჯებს გამოეპარათ პროვიდენსელი დევიდ დიუკის გარბენი, რომლის პასითაც პროვიდენსელმა რივასმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
სანდრომ მთლიანობაში 41 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან საუკეთესო იყო: 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მაამუკელაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი ააცილა და 12-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მასზე მეტი, 23 ქულა მხოლოდ პროვიდენსელმა ნეით უატსონმა ჩააგდო.
2 მოგებითა და 1 მარცხით სეტონ ჰოლი Big East-ის კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 დეკმბერს ჯორჯთაუნთან გამართავს.