ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე 2 ქართველის გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელთა გზები მოედანზე არ გადაკვეთილა. მიზეზი ის გახლდათ, რომ ორლანდო მეჯიქის ცენტრმა, გოგა ბითაძემ თამაშში მონაწილეობა არ მიიღო, სან ანტონიოს ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა კი მოედანზე 21:29 წუთი გაატარა. სან ანტონიომ ფლორიდული გუნდი 132:114 დაამარცხა.
სანდრო კი პარკეტზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და ჯამში მან 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. მას 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან „სპურსის“ ჯერემი სოჩანი იყო, რომელსაც ორმაგი დუბლი 29 ქულითა და 11 მოხსნით ჰქონდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდიდან ასევე ზაკ კოლინზი გამოირჩა 25 ქულით. „ორნალდოდან“ ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, ორმაგი დუბლი კი ვენდელ კარტერმა გაიფორმა – 16 ქულა და 10 მოხსნა.
შემდეგ შეხვედრას „სპურსი“ 16 მარტს, „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავს, „ორლანდო მეჯიქი“ კი 17 მარტს „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდება.