მოახლოვდა ნბა-ს ახალი სეზონი და სანამ რეგულარული ჩემპიონატი დაიწყებოდეს, გუნდები ერთმანეთში ტრადიციულად საგამოფენო მატჩებს თამაშობენ. ამ ტიპის პირველი შეხვედრა გამართა სან ანტონიო სფურსმა, რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს. ტეხასელებმა საგამოფენო შეხვედრა ოკლაჰომა თანდერთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 121:122 დამარცხდნენ.
სან ანტონიოს ლეგენდარულმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი 8 წუთი ათამაშა და ამ დროში მამუკელაშვილმა ერთი 2-ქულიანი ჩააგდო, სულ კი 2 სროლა ჰქონდა – აქედან ერთი არაზუსტი სამქულიანი. მამუკელაშვილს 1 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნაც (შეტევაში) დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
20 წუთში 20 ქულა ჩააგდო სანანტონიოელთა ახალმა და მთავარმა იმედმა, ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამამ, რომეელმაც 13 ცდიდან ოკლაჰომელთა კალათი 8-ჯერ დალაშქრა.
სან ანტონიო მომდევნო მოსამზადებელ მატჩს უკვე შაბათს გამთენიისას, მაიამისთან გამართავს. მამუკელაშვილის გუნდი რეგულარულ სეზონს 25 ოქტომბერს, დალასთან თამაშით იწყებს.