მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში

მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლ პირატსმა“ NCAA-ს მორიგ მატჩში სტუმრად „სენტ ლუის ბილიკენსს“ დამაჯერებლად 83:66 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი შეხვედრის ბომბარდირთა შორის იყო.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მამუკელაშვილი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ თანაგუნდელ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო.

სეტონ ჰოლს 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, ფლორიდასთან ჩაატარებს.