მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს

მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს

ამერიკის სტუდენტური ლიგა დაიწყო. NCAA-ის პირველ დივიზიონში შარშანდელის მსგავსად აქტიურობა ექნებათ ქართველ ლეგიონერებს, რომელთა ამქარსაც წლეულს რამდენიმე ჩვენიანი შეემატა. სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი და ვილი ისიანი სტუდენტურ ლიგაშ ამ სეზონშიც იქნებიან და მათ დაემატათ ლუკა მაზიაშვილი და ზურაბ ჟღენტი.

ამასობაშ კი სტუდენტური ლიგა დაიწყო. სანამ საქმე დივიზიონების მატჩებამდე მიდგებოდეს, გუნდები პირადად შედგენილი, მეტოქეებთან შეთანხმებული კალენდრით იწყებენ გახურებას. პირველი მატჩი გამართა მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”, რომელმაც “ვაგნერის უნივერსიტეტო” 105:71 დაამარცხა. 

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-იდან 5 ორქულიანი, 4-იდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი არაზუსტად ტყორცნა.

მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 9 ნოემბერს, შინ სთოუნი ბრუკთან გამართავს.

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა სტუმრად ნიკოლსის შტატის უნივერსისტეტს ოვერტაიმში, 78:70 მოუგო. მატჩის ძირითად დრო 66:66 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრება 12:4 მოიგეს. 

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-იდან ორივე სამქულიანი, 7-იდან 2 ორქულიანი და 3-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო. 

ილინოისი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, სტუმრად გრან კანიონთან გამართავს.