მამუკელაშვილმა დალასთან 17 წუთში 14 ქულა მოაგროვა

მამუკელაშვილმა დალასთან 17 წუთში 14 ქულა მოაგროვა

სან ანტონიოს ვარსკვლავი, ვიქტორ ვემბაიამა ტრავმირებულია, ვისმა არყოფნამაც სფურსის ქართველი ფორვარდის სათამაშო დროზე დადებითად იმოქმედა. სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში დალასში მავერიკსის წინააღმდეგ 17 წუთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. საქართველოს ნაკრების ფორვარდა 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება დააგროვა. მამუმ 6-იდან 2 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ სან ანტონიომ შეხვედრა 17 ქულის სხვაობით – 93:110 დათმო.

თავის მხრივ, დალასმა 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. მასპინძელთაგან საუკეთესო გუნდის ცენტრი დანიელ გაფორდი იყო – 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება, ამდენივე ქულა ჰქონდა კაირი ირვინგსაც. ლუკა დრონჩიჩის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი გახლავთ.

სან ანტონიო 6 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. დალასი მე-10 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, საკუთარ არენაზე ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს.