მამუკელაშვილმა ნბა-ს G ლიგაში დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა

მამუკელაშვილმა ნბა-ს G ლიგაში დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა

NBA-ის განვითარების, G ლიგაში ქართველი მძიმე ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. „მილუოკი ბაქსის“ გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“, ამჯერად „ინდიანა პეისერსის“ „მედ ენტსი“ 111-108 დაამარცხა და 4-დან 4 მოგება დაუგროვდა.

მამუკელაშვილმა ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 28 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულის, 10 მოხსნის (4 შეტევაში), 4 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი და 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა – „მედ ენტსმა“ პირველი ნახევარი 11 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ ვისკონსინელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 3 ქულით მოიგეს.

შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი , კვლავ „მედ ენტსის“ წინააღმდეგ გამართავს.