მამუკელაშვილმა ოკლაჰომასთან 14 ქულა გამოფინა

მამუკელაშვილმა ოკლაჰომასთან 14 ქულა გამოფინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ნბა-ს საგამოფენო მატჩები, რაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებლადაა. საქმეში ერთ დღეს ჩაებნენ გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები. ორივე კალათბურთელი მათთვის დათმობილი დროის გათვალისწინებით საკმაოდ შედეგიანი იყო.

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონმიო სფურსთან ერთწლიანი კონტრაქტი ფგააფორმა და მომავალ სეზონში ეცდება ტეხასელებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ დამტკიცებას. სან ანტონიომ ოკლაჰომას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 107:112 დამარცხდა. ს

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მთლიანობაში 17:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულის მოგროვება შეძლო. სანდრომ ერთიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ასევე ოთხიდან სამი საჯარიმოც ზუსტად მოათავსა კალათში. თამაშიდან სროლების სიზუსტემ 80% შეადგინა. ამასთან ერთად სანდროს 3 მოხსნა (სამივე დაცვაში), 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. 

მასზე მეტი ქულა გუნდში მხოლოდ ჯულიან შემპენის ჰქონდა (22), რომელმაც 21:20 წუთი ითამაშა. ეს უკანასკნელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. ოკლაჰომადან საუკეთესოები ანჯაი მიტჩელი (19 ქულა), ჯეილენ უილიამსი (18) და დილონ ჯონსი (17) იყვნენ.

მამუკელაშვილის სან ანტონიო მოსამზადებელი პერიოდის მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს, გოგა ბითაძის ორლანდოსთან გამართავს.