მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა

მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს განვითარების ლიგაში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. “მილუოკი ბაქსის” ქართველი ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “ხარირმების” სატელიტ გუნდ “ვისკონსინ ჰერდშია” განათხოვრებული, რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ფორვარდმა „მოტორ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დიდი დახმარება გაუწია – 137:112.

მამუკელაშვილმა თავი 18 ქულით, 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ კონფერენციაში 3-3 მოგება-წაგებით მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება „მილუოკი ბაქსს“, გუნდი 10 მოგებითა და 3 მარცხით NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 17 ნოემბერს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.