მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა

მანუჩარ მარკოიშვილმა, ვინაც ეროვნული ნაკრების მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს დაუბრუნდა. მარკოიშვილმა ამას წინათ იტალიური სერა A–ს გუნდ „კანტუსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ეს ხელშეკრულება ძალაში მისი ტრავმის გამო არ შედიოდა. ახლა კი ქართველი კალათბურთელი მწყობრშია და ის მოედანზეც გამოჩნდა.
„კანტუმ“ მონაწილეობა მიიღო საწინასეზონო ოთხთა ტურნირში, რომლის ფინალშიც „ვანოლი“ 92:82 დაამარცხა. ამ მატჩში მარკოიშვილმა მცირე ხნით ითამაშა. რაც შეეხება წინა მატჩს, ნახევარფინალში „კანტუმ“ „ვარეზეს“ 70:60 მოუგო და მარკოიშვილის ანგარიშზე 2 ქულა გახლათ.
მანუჩარი ნელ–ნელა შედის მწყობრში და იტალიის ჩემპიონატის დაწყებისთვის (11 ოქტომბერი) სავარაუდოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.