მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოსთან ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოსთან ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი, ფრანგული გრანდ “მონაკოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის მე-3 ადგილის მფობელია. მონაკოელებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში ესპანური ბარსელონა 78:66 დაამარცხეს.

მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო ერთი ტიტული – მონაკომ საფრანგეთის თასის ფინალში ვილერბანი დაამარცხა. სეზონის მთავარი ტიტულისთვის – საფრანგეთის ჩემპიონობისთვის მონაკოელები ბრძოლას აგრძელებენ.

რაც შეეხება ევროლიგას, ტურნირში მონაწილე კონტინენტის საუკეთესო გუნდების გათვალისწინებით, მე-3 ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია. შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალში გასულმა მონაკომ ნახევარფინალში ოლიმპიაკოსთან დათმო, ხოლო მეორე წყვილში დამარცხებულ ბარსელონას მე-3 ადგილისთვის მატჩში სძლია.