მანუჩარ მარკოიშვილის კიევი ულების თასზე იგებს

ულების თასზე მე-16-ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა, განმეორებითი შეხვედრები კი ერთი კვირის მერე შედგება.
მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი” გასვლაზე “ოსტენდეს” ხვდებოდა და მატჩი თავის სასარგებლოდ 65:61 დაასრულა.

პირველი მეოთხედი უკრაინელებმა 25:19 მოიგეს, მაგრამ მეორე ათწუთეულში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და 16:6 იმარჯვეს, ხოლო უკანასკნელი ათწუთეულის დაწყებამდე კი “ოსტენდე” წინ იყო 51:42.
ბოლო მეოთხედში კი ათამაშდა “კიევი” და მასპინძლებს შანსი აღარ დაუტოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარკოიშვილის გამოსვლა, რომელმაც ჯერ 56:59-ზე საშუალო მანძილიდან ივარგა, ხოლო შემდეგ კი სამქულიანი გამოიყენა და “კიევი” მეორე ტაიმში პირველად გავიდა წინ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საბოლოოდ, 12 ქულა დააგროვა და თამაშიდან 9/4 სროლა გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება იყო. ორივე გუნდში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი, “ოსტენდეს” წევრი ჩაკ დევისი იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ულების თასის მატჩების შედეგებს აქ იხილავთ.