მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა

მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა

ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი ქართველი არბიტრის გარეშე არ ჩაივლის. ქალთა 2027 წლის ევრობასკეტზე „პატარა ქვეყნებს შორის“, რომელიც გუშინ დასრულდა კოსოვოს ქალაქ პეჟაში, ფიბა-მ ქართულ მსაჯობას უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობა გამოუცხადა.

მარინა შალამბერიძემ ტურნირზე უმაღლესი დონის მსაჯობა აჩვენა. ფინალურ მატჩამდე მან კოსოვოსა და ალბანეთის ნაკრებების ძალზედ დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა იმსაჯა, რის შემდეგაც საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) იგი საჩემპიონო, ფინალური მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადაშიც გაამწესა. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს მალტისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ — შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ეს საპასუხისმგებლო დანიშვნა კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, თუ როგორ ფასდება ქართველი არბიტრების პროგრესი, პროფესიონალიზმი და მზარდი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.

მარინა შალამბერიძის მსაჯობა ევრობასკეტის ფინალში ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის კიდევ ერთი საამაყო აღიარებაა და ფიბას მხრიდან ჩვენი მსაჯების თავდაუზოგავი მუშაობის უმაღლეს დაფასებაზე მეტყველებს.