მარის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა

მარის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის“ (Türkiye Sigorta Basketbol Süper Ligi) 2025-2026 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ჩვენი ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერი და „ტრაბზონსპორის“ ვარსკვლავი, მარკის რიდი დასახელდა.

მარკის რიდს რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის კუთვნილი ჯილდო „ტრაბზონსპორისა“ და „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯის“ მატჩის დაწყებამდე საზეიმო ვითარებაში გადაეცა. „ტრაბზონსპორის“ მაისურით მოასპარეზე კალათბურთელს პრიზი კომპანია „Türkiye Sigorta“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა დოღან ბაშარმა გადასცა.

ჩვენი ნაკრების უკანახაზელმა მიმდინარე რეგულარული სეზონი ფანტასტიკური მაჩვენებლებით დაასრულა. მისმა საშუალო სტატისტიკამ ერთ მატჩში შეადგინა:
ქულა: 23.4
მოხსნა: 3.6
შედეგიანი გადაცემა: 5.2
მარგი ქმედების კოეფიციენტი (EFF): 23.9

მარკის რიდმა თურქეთის რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. პირვეად ის 2 წლის წინ, თოფაშში თამაშის დროს გახდა სეზონის საუკეთესო, ხოლო 2024-2025 წლების სეზონში ის უკვე მისი დღევანდელი გუნდის, ტრაბზონსფორის შემადგენლობაში დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს.