მარკოიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მანუჩარ მარკოიშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით “ბკ კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის მეოთხედფინალის მე-4 მატჩში “პულსარს” 65:60 სძლია და სერია 3:1 მოიგო.პულსარელთა სარბიელზე გამართულ შეხვედრაში მარკოიშვილმა შეუცვლელად 40 წუთს იასპარეზა და სტუმრებს 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.მანუჩარმა 13-დან 8 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.ნახევარფინალში, რომელიც ასევე სამ მოგებამდე გაგრძელდება, “ბკ კიევი” საკალათბურთო კლუბ ”დონეცკს” უმასპინძლებს. პირველი მატჩი 3 მაისს დედაქალაქში შედგება.