მარკოიშვილის 10 ქულა, 6 პასი და “გალათასარაისთან” მარცხი სტამბოლში

მარკოიშვილის 10 ქულა, 6 პასი და “გალათასარაისთან” მარცხი სტამბოლში

მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც იტალიური “რეჯიო ემილიას” ღირსებას იცავს, ევროთასის გათამაშებაში ყოფილ გუნდს შეხვდა. ემილიელები სტამბოლს ესტუმრნენ და “გალათასარაისთან” დაპირისპირებაში 10 ქულით – 72:82 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მარკოიშვილი საკმაოდ შედეგიანი იყო და 10 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

იტალიურ გუნდს 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და “ბ” ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება. “რეჯიო ემილიას” შემდეგი მატჩი 13 დეკემბერს, შინ, ლიტვურ “ლიეტკაბელისთან” აქვს დაგეგმილი.