მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ფინალურ სერიაში კვლავ ჩამორჩა

მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ფინალურ სერიაში კვლავ ჩამორჩა

ამ ლოგიკით თუ გაგრძელდა, თურქეთის ჩემპიონი სტამბოლის “ფენერბაჰჩე” გახდება. ფინალურ სერიაში ჯერჯერობით გუნდები საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებს იგებენ. წუხელ, “ფენერბაჰჩემ” შინ 76:63 დაამარცხა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
მატჩის საწყისი და მეორე პერიოდები მასპინძლებმა შესაბამისად 15 და 9 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც დიდი  შესვენებაზე სოლიდური მარაგით გავიდნენ. მეორე ტაიმში “გალათასარაიმ” ვერ მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და 13 ქულით დამარცხდა.

ქართველმა უკანახაზელმა 25:47 წუთი ითამაშა და 9 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილმა 2 ორქულიანი ააცილა, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შორ სროლებში კი მოიკოჭლა – 7 ცდიდან მხოლოდ 1 სამიანი ჩააგდო.
“გალათასარაიში” 16 ქულით ბომბარდირი ჩენკ აკიოლი გახდა, პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ კი 8 ქულა და 6 პასი მიითვალა. “ფენერბაჰჩეში” ბოიან ბოგდანოვიჩმა 14 ქულა მოაგროვა, 13 – ბო მაკალებმა, ემირ პრელდჟიჩმა კი თავი ორმაგ დუბლს მოუყარა – 12 ქულა, 11 მოხსნა.
სერიის მომდევნო მატჩი “გალათასარაის”, “აბდი იპექჩის” დარბაზში გაიმართება. მარკოიშვილის გუნდის მოგების შემთხვევაში მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა22 დაინიშნება, რომელსაც 19 ივნისს “ფენერბაჰჩე” უმასპინძლებს.