მარკოიშვილის მორიგი 12 ქულა

მარკოიშვილის მორიგი 12 ქულა

იტალიის სერია A
სტაბილურად ათამაშდა მანუჩარ მარკოიშვილი. მან წინა მატჩის დარად გასულ ტურშიც 12 ქულა მოაგროვა და თავის გუნდ „კანტუს“ სტუმრად „ბრინდისის დამარცხებაში დაეხმარა – 73:71.
 
მარკოიშვილმა 23 წუთს ითამაშა და 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მასზე უკეთესოი მონაგარი მხოლოდ ამერიკელებს – მაიკ გრინსა (17) და მაარტენ ლეუნენს (15) ჰქონდათ. „კანტუ“ მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს. მის წინ მხოლოდ „სიენაა“.
 
12 მოგებით მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარი”, რომელიც მილანში “არმანი ჯინსთან” 64:71 დამარცხდა. სანიკიძემ საკმაოდ ბევრი – 29 წუთი ითამაშა, მაგრამ ქულა არ მოუგროვებია. ვიქტორი სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 2 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 6 მოხსნა ჰქონდა.
 
12 გამარჯვება აქვს და მე-5 საფეხურზე იმყოფება მერაბ ბოქოლიშვილის “ეარ აველინომ”, რომელიც “ვანოლი-ბრაგა კრემონასთან” გასვლით მატჩში 78:89 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველი განაცხადში კი იყო, მაგრამ ამჯერადაც არ უთამაშია.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
მორიგ  ტურში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ამერიკელები წევრების –  ქუინტონ ჰოსლისა და ტორინ გრინის გუნდები შეხვდნენ. ჰოსლის “ხუვენტუტი” გრინის “გრან კანარიასთან” 69:93 დამარცხდა და 14 მოგებით მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, სტუმრებმა კი 16 გამარჯვებით მე-7 პოზიციას უწიეს.
 
ორივე ჩვენიანი ხუთეულში იყო. ჰოსლიმ 28 წუთში 7 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 5 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. გრინმა 30 წუთში 5 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
 
15 გამარჯვებით მე-10 ადგილზეა საქართველოს ნაკრებში ნათამაშები კიდევ ერთი ამერიკელის ტაირონ ელისის “ესტუდიანტესი”. მადრიდელებმა ”ფუენლაბრადას” 87:73 სძლიეს, ელისმა კი 31 წუთში 14 ქულა (ორქულიანი და 9-დან 4 სამქულიან),  მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
 
გერმანული ბუნდესლიგა
კვლავ აგებს ლაშა გამყრელიძის „გიოსენი“. ქართველი გამთამაშებლის გუნდი ამჯერად ლიგის ერთ-ერთ ლიდერ “ალბასთან” გასვლით შეხვედრაში 64:85 წააგო. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი 14 წუთში 2 ქულასა (ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო) და 3 მოხსნას . “გიოსენი” 8 მოგებით მე-15 ადგილზეა.
 
   ბელგიის ჩემპიონატი
საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრმა თორნიკე შენგელიამ. მისი „პეპინსტერი“ „ლუვრთან“ გასვლით შეხვედრაში 85:88 დამარცხდა, ქართველის მონაგარი კი კი 10 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა. “პეპინსტერი” 8 მოგებით მე-7 ადგილზეა.