მარკოიშვილმა სერია A-ს ფინალში გამსვლელ შეხვედრაში მილანელებს 10 ქულა ჩაუგდო

მარკოიშვილმა სერია A-ს ფინალში გამსვლელ შეხვედრაში მილანელებს 10 ქულა ჩაუგდო

მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის ჩემპინატის ფინალშია. “ბენეტ კანტუს” ქართველმა უკანახაზელმა ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩში შედეგიანად ითამაშა და თავის გუნდს ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
კანტუელები სერიას ორით ერთს იგებდნენ, თუმცა მორიგ მატჩს მილანის “არმანისთან” სტუმრად ატარებდნენ. “ბენეტ კანტუს” კალათბურთელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და 74:62 გაიმარჯვეს. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა ერთნაირი წარმატებით ისროლა როგორც ორქულიანი, ისე სამქულიანი დისტანციიდან. ორივე პოზიციიდან მან 5-დან 2 სროლა ჩააგდო.

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში კანტუერლების მეტოქე სიენის “მონტეპასკი” იქნება, რომელიც ქვეყნის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონია. ოქროს მედლებს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც სერიაში 4 გამარჯვებას მიაღწევს. ფინალური სერია 11 ივნისიდან დაიწყება.