მარტის პირველ ნახევარში ევროტურნირების მატჩებს კუპატაძე და რატიშვილი მოემსახურებიან

მარტის პირველ ნახევარში ევროტურნირების მატჩებს კუპატაძე და რატიშვილი მოემსახურებიან

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ განახლდა ფიბასა და ვი-თი-ბი ლიგის მატჩები. საევროტურნირო დანიშვნებში ტრადიციულად ფიგურირებენ ქართველი კომისარი და მსაჯი. ამ ჯერზე შედგა მარტის პირველი ნახევრის სამსაჯო კალენდარი, რომლიდანაც მხოლოდ იმ მატჩებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ქართველები მოემსახურებიან:

 

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალი.14 მარტი. მერსინი (თურქეთი):

ჩუქუროვა (მერსინი, თურქეთი) – ბერეტა ფამილია (სკიო, იტალია)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

 ვი-თი-ბი ლიგა. 3 მარტი. ჟელენა გურა (პოლონეთი):

ჟელენა გურა (პოლონეთი) – ვეფ (რიგა, ლატვია)

ქალთა ევროლიგის მეოთხედფინალი. 8 მარტი. სტამბოლი (თურქეთი):

ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – უსკ პრაღა (ჩეხეთი).