მედიის საყურადღებოდ! აკრედიტაციები საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

მედიის საყურადღებოდ! აკრედიტაციები საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებმა წარმატებით დაძლია მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და  მეორე რაუნდის პირველ  საშინაო მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდება.  

საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა  თბილისის სპორტის სასახლეში 16 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  

თამაშზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად მითითებულ ლინკზე – https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი.

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე  აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს.