საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში საშინაო მატჩს უკრაინასთან გამართავს. მატჩი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი) გაიმართება.
მედიის წარმომადგენლებმა საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრებად, 23 ნოემბრის ჩათვლით, რეგისტრაცია უნდა გაიარონ FIBA-ს ოფიციალურ მედია პორტალზე – https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account
აკრედიტირებულმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის აღების დროს უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატრებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, მოქმედებს საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის FIBA-ს რეგულაციები. საქართველო-უკრაინის მატჩზე აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს: Press.gbf@gmail.com