მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა

მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა

მიხეილ ბერიშვილის წინამძღოლობით “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში აუტსაიდერ “ალ რაიანი” დაამარცხა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამის გაკეთება ერთობ გაუჭირდა. ალშამალელებმა მეტოქე დაძაბულ ბროლაში, მინიმალური სხვაობით – 75:74 დაამარცხეს. 

ბერიშვილმა მოედანზე 38:29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 8 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. მიშამ 11-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ალ შამალმა მე-11 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 13 იანვარს ლიდერ ალ გარაფასთან ჩაატარებს.