კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი მერაბ რატიშვილისთვის. ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი ამ ზაფხულში დიდად დატვირთულია და უკვე მეორე მსოფლიო რანგის შეჯიბრს მოემსახურება. გასულ, ივლისის თვეში რატიშვილი ფიბა-ს დელეგატის რანგში მოემსახურა მსოფლიოს 19 წლამდე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს, ახლა კი ამ ასაკის ქალთა მსოფლიო პირველობაზეც მიიწვიეს.
7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უნგრეთის ქალაქი დებრეცენი 19 წლამდე ქალთა მუნდიალს უმასპინძლებს და ფიბა-მ ამ ტურნირის მომსახურე დელეგატთა შორის მერაბ რატიშვილიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 19 წლამდე ვაჟთა და 19 წლამდე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის რატიშვილი კომისრის რანგში ფიბა-ს 20 წლამდე ვაჟთა და 18 წლამდე ქალთა ჩელენჯერებსაც მოემსახურა. ორივე ტურნირს საბერძნეთის ქალაქმა ირაკლიონმა უმასპინძლა.
ზაფხულის პერიოდში 4 უმაღლესი რანგის ტურნირზე მიწვევა ფიბა-ს მხრიდან ქართველი კომისრის მიმართ დიდი ნდობისა და დაფასების გამოვლინებაა.