ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში, სადაც 32 კონფერენცია და 484 საუნივერსიტეტო გუნდია, საუკეთესო ფორვარდის პოზიციაზე წარდგენილია სანდრო მამუკელაშვილი, სეტონ ჰოლისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც 21 წლისაა და NCAA-ში თავის ბოლო სეზონს ატარებს. მამუკელაშვილი საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო პირველ ადგილზეა 81.32 ქულით.
სპეციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს აღნიშნული გამოკითხვა, რომლის ხვედრითი წილი საუკეთესოების გამოვლენაში საკმაოდ დიდია. ლიგა ავლენს საუკეთესო ხუთეულს, თითო მოთამაშეს თითო პოზიციაზე. ყოველ პოზიციაზე ლიგამ შეარჩია 5 გამორჩეული მოთამაშე და სანდრო კარლ მელოუნის პრიზის მოგების კანდიდატთა შორისაა. წარმოგიდგენთ თითოეული პოზიცია რომელი დიდი კალათბურთელის სახლობისაა და რომელი მოთამაშეები იბრძვიან მის მოსაგებად.
ბობ კოუზის პრიზი – საუკეთესო გამთამაშებელი
ჯარედ ბატლერი (ბეილორი), ჯალენ საგსი (გონზაგა), აიო დოსუმნმუ (ილინოისი), კეიდ კანინგემი (ოკლაჰომა სტეიტი), კოლინ ჯილესპი (ვილანოვა)
ჯერი ვესტის პრიზი – საუკეთესო მსროლელი
მასიო თიგი (ბეილორი), ჯოელ აიაი (გონზაგა), ქუენტინ გრაიმსი (ჰიუსტონი), ჯო ვაისკემპი (აიოვა), კრის დუარტე (ორეგონი)
ჯულიუს ირვინგის პრიზი – საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი
კორი კისპერტი (გონზაგა), აიზია ლივერსი (მიჩიგანი), რონ ჰარპერი (რატჯერსი), ტერენს შენონი (ტექსას ტექ), სენ ჰასერი (ვირჯინია)
კარლ მელოუნის პრიზი – საუკეთესო მძიმე ფორვარდი
დრიუ ტიმე (გონზაგა), ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ შემპენი (პიცბურგი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), იერემია რობინსონ-ერლი (ვილანოვა)
კარიმ აბდურ-ჯაბარის პრიზი – საუკეთესო ცენტრი
კოფი კოკბერნი (ილინოისი), ლუკა გარზა (აიოვა), ტრევიონ უილიამსი (პერდიუ), ევან მობლი (USC), ჩარლზ ბეისი (დასავლეთ კენტაკი).
გთავაზობთ ხმის მიცემის პროცედურას:
უნდა შეხვიდეთ საიტზე: http://www.hoophallawards.com/men/vote.php
იწყებთ ხმის მიცემას და ირჩევთ თითოეულ პოზიციაზე თითო მოთამაშეს. ბოლოს შედგება თქვენი საუკეთესო ხუთეული, რომელსაც ერთიანად აძლევთ ხმას და ბოლოს აფიქსირებთ საკუთარ ელექტრონულ ფოსტას.
გადადით ბმულზე, მხარი დაუჭირეთ სანდროს უმნიშვნელოვანესი პრიზის მოსაგებად.
ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.