მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის გამოცდებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის გამოცდებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

9 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპის გამოცდები გაიმართა, რომელშიც იმ მწვრთნელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც ტესტირება გავლილი ჰქონდათ. აღნიშნული პროგრამა 2 წლის წინ მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო და დღემდე 250-ზე მეტმა მწვრთნელმა მიიღო პირველი ეტაპის, ეგრედ წოდებული C კატეგორია, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო. მალე დაიწყება პროგრამის მეორე, 14-19 წლამდელ მოზარდებთან მუშაობაზე გათვლილი პროგრამა, თუმცა მის დაწყებამდე პერიოდულად იმართება C კატეგორიის მისაღები გამოცდები. 

გამომცდელთა შორის იყვნენ ვეტერანი კალათბურთელები და სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები – ანტონ კაზანჯიანი, დავით უსტიაშვილი და გელა წულაძე. გამოცდებს დაესწრო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელიც მონაწილეებს მიესალმა, ლიცენზიის აღების მსურველ მწრთნელებს გაესაუბრა და გაკეთბულ კომენტარში იმედი გამოთქვა, რომ კალათბურთის მწვრთნელობის კიდევ უფრო მეტი მსურველი გამოჩნდება, რომელიც პროფესიონალურად მიუდგება ამ საქმეს.

გამოცდებში მონაწილე მწვრთნელთა უმეტესობამ დადებითი პასუხი ადგილზე შეიტყვეს, თუმცა ოფიციალურად გამოცდების პასუხები უახლოეს დღეებში იქნება და წარმატებულ მწვრთნელებს შესაბამისი, C კატეგორიის ლიცენზიები მიენიჭებათ.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი თვიდან დაიწყება მეორე ეტაპი, რომლის წარმატებით დამძლევი მწვრთნელები B კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ.