მცირე პაუზის შემდეგ ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში შედეგიანად იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი გოგონა NCAA-ის უმაღლეს დივიზიონში, Big Sky-ის კონფერენციაში მყოფ “იუტა თანდერბერდში” ასპარეზობს, ხოლო ეს გუნდი 9 მატჩიდან 8 მოგებით კონფერენციის ლიდერია.
ბოლო მატჩში, რომელიც გუშინ გაიმართა, იუტელებმა პორტლენდელი “ვიკინგები” 77:53 დაამარცხეს. ოთხმეზურმა ამ მატჩში კარიერის პირადსარეკორდო 19 ქულა ჩააგდო. NCAA-ის პირველ დივიზიონში, სადაც ნატალია პირველი სეზონია, ასპარეზობს, ეს მისი უმაღლესი შედეგია. აქამდე ქართველი გოგონას საუკეთესო მაჩვენებელი 12 ქულა იყო, რომელიც მან გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, “საკრამენტოსთან” 80:70 მოგებულ შეხვედრაში ჩააგდო.
“პორტლენდთან” მოგებულ მატჩში ოთხმეზური სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამიანი ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ნატალიამ 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ოთხმეზურის მსგავსად 19 ქულა მოაგროვა დორი დოტსონმა, რომელმაც პლუს 11 მოხსნაც მიითვალა.
მომდევნო მატჩს ოთხმეზურის გუნდი 4 თებერვალს, სტუმრად. “აიდაჰო ვანდალსთან” გამართავს.