ნიკა მეტრეველის დებიუტი “მონტეპასკიში”

როგორც იქნა, შედგა ქართული კალათბურთის ახალი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენლის, ნიკა მეტრეველის დებიუტი იტალიურ “მონტეპასკიში”. ქართველმა ცენტრმა აპენიენლთა 19-წლამდელთა გუნდში ითამაშა და თავისი ყოფილი გუნდის, რიმინის “კრაბზის” წინააღმდეგ 15 ქულა დააგროვა. მეტრეველის გუნდმა 97:85 მოიგო შეხვედრა.