ნიკა ცქიტიშვილი “კახა სან ფერნანდოს” წევრია!

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ესპანური “კახა სან ფერნანდოს” წევრი გახდა. ესპანელები ცქიტიშვილს ძალიან კარგ დახასიათებას აძლევენ და გუნდის მთავარი მწვრთნელი  მანელ კომასი იმედოვნებს, რომ ქართველი ფორვარდი, რომელსაც მისივე თქმით, მსუბუქი და მძიმე ფორვარდის, ასევე ცენტრის ამპლუაში თამაში შეუძლია, “კახას” დიდ სარგებელს მოუტანს. ესპანურ გუნდში ნიკა ამერიკელი დემეტრიუს ალექსანდერის მთავარ შემცვლელად მიიჩნევა.15 ტურის მერე, “კახა” ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების საკმაოდ კარგი შანსები აქვს.