აპენინებზე ჩასვლის შემდეგ, თავისი პირველ ჩაატარა “ტერამოში” საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. მისი ახალი გუნდი საკონტროლო მატჩში გასვლაზე “პრემიატას” შეხვდა და 70:81 დამარცხდა.ცქიტიშვილის ანგარიშზე მხოლოდ 5 ქულა (15 წუთში) იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ 15 მაისის მერე ეს მისი პირველი სრულფასოვანი შეხვედრა იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკა თავის მონაგარს ნელ-ნელა გააუმჯობესებს.ძალიან საინტერესოდ წარიმართა მატჩის პირველი ნახევარი. საწყისი მეოთხედი “ტერამომ” 22:11 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში კი მასპინძლებმა 32:3 (!) იმარჯვეს. დიდი შესვენების მერე, ასე თუ ისე თანაბარი თამაში იყო და მასპინძლებმაც დამაჯერებლად და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე.“ტერამო” მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს “ტერკასის” თასზე გამართავს, სადაც მისი მეტოქე საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრრთნელის, გორდონ ჰერბერტის “არისი” იქნება. ტურნირზე “ტერამო” ასევე კაუნასის “ჟალგირისსა” და თურქულ “ბეშიქტაშს” დაუპირისპირდება.