ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა რომა დაამარცხა

ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა რომა დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატში მეორე ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც “ტერამომ” შინ “რომა” 70:68 დაამარცხა.
“ტერამოს” შემადგენლობაში ძირითადში იდგა საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც 23 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ნიკამ 4 საშუალო სროლიდნა 2 გამოიყენა და 1 სამიანი ააცილა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო კლეი ტაკერი, რომლის ანგარიშზეც ასევე 5 მოხსნა  მოვიდა.
დამარცხებულ გუნდში კი 15 ქულით თავი ევროპული კალათბურთის ვარსკვლავმა, ვეტერანმა ფორვარდმა გრეგორ ფუჩკამ გამოიჩინა.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.