“ოლიმპიაზე” “კრკამ” შური იძია

“ოლიმპიაზე” “კრკამ” შური იძია

ადრიატიკის ლიგის ფინალში წაგებამ ლიუბლიანას „ოლიმპიაზე“ ცუდად იმოქმედა. გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა სლოვენიის ჩემპიონატში უმთავრეს კონკურენტ „კრკასთან“ 61:71 წააგო. ამით ნოვო მესტოს გუნდმა ოლიმპიელებს რევანში აუღო ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში წაგებისთვის. 19 აპრილს გამართული ის მატჩი „ოლიმპიამ“ ზუსტად 10 ქულით – 67:57 მოიგო, ახლა კი „კრკამ“ იმარჯვა.
 
შეხვედრას „ოლიმპიას“ გრანდიოზულმა დარბაზმა უმასპინძლა, თუმცა მატჩის სანახავად მხოლოდ 1200 მაყურებელი მივიდა. თამაში საწყის სამ მეოთხედში თანაბარი იყო, თუმცა სტუმრებმა ბოლო ათწუთეულში მოინდომეს და საბოლოოდ საწადელსაც მიაღწიეს. შედეგად, „ოლიმპიას“ ახალ მწვრთნელ მირსად ალილოვიჩს უიღბლო დებიუტი გამოუვიდა. ადრიატიკის ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ ლიუბლიანელთა თავკაცმა იურე ზდოვცმა პოსტი დატოვა.
 

გიორგი შერმადინი და კრკაელი დუშან დორდევიჩი
 
საქართველოს წარგზავნილებს თამაში ვერ გამოუვიდათ. ამჯერად შერმადინი იყო ხუთეულში, რომელმაც მოედანზე 10 წუთი გაატარა და 4–4 ქულა–მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 2–დან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. ბოისამ 11 წუთით ითამაშა და მოედანი უქულოდ, 3 მოხსნით დატოვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ნოვომესტოელთა კალათისთვის არ შეუტევია.
 
ამ წაგების შემდეგ „ოლიმპია“ სლოვენიის ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. ლიუბლიანელებს 4 მოგება და 3 მარცხი აქვთ და მათ წინ უდანაკარგო „კრკა“ და 2 წაგების მქონე „ჰელიოსია“. უნდა ითქვას, რომ ე