მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება – ტყიბულში გადასულმა “ა” ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა “ორბმა” საშინაო შეხვედრა კვლავ მოიგო. თუკი 26 იანვარს ტყიბულში გამართულ პირველ ოფიციალურ მატჩში ორბს მეტოქედ აუტსაიდერი აწსუ ჰყავდა და იოლად მოუგო, ამჯერად “ა” ლიგის ლიდერი, თბილისის “ასტრალი” ესტუმრა. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი ასტრალი გათამაშებას 3-დან 3 მოგებით ლიდერობდა და ტყიბულშიც, რა თქმა უნდა, მოსაგებად ჩავიდა.
ორბის საქომაგოდ დარბაზის გაივსო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩერქეზიშვილთან ერთად დარბაზში სპორტისა და უკვე კალათბურთის (რაც ორბი ტყიბულს წარმოადგენს) ქომაგებიც მივიდნენ. მხურვალე ქომაგობის ფონზე მასპინძლებმა პირველი პერიოდი ისე მოუგეს ასტრალს, რომ მხოლოდ 5 ქულა მიიღეს – 17:5. მეორე ათწუთეულში სტუმრებმა თამაში დაალაგეს, დაცვა გაამაგრეს და შეტევაშიც გზა გაეხსნათ. ქულით მოგებული მეორე პერიოდის შემდეგ ასტრალი დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი დეფიციტით გავიდა.
მესამე პერიოდი ისე წარიმართა, რომ გაჩნდა მოლოდინი, ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. სტუმრებმა გააზრებული დაცვით საკუთარი ფარისკენ მისასვლელი გზები საიმედოდ გადაკეტეს და შეტევაშიც თამაში წაუვიდათ. შედეგად, ასტრალმა ათწუთეული 31:21 მოიგო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო თბილისელების მაქსიმუმი. 3-4 წუთი თანაბარი თამაშის შემდეგ ორბის კალათბურთელებმა ისევ მოაწყვეს გაქცევა და თამაში ისე ჩაამთავრეს, ორბის გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.
კენი კუპერისა და მიხეილ ჭოჭუას ქულებით ორბმა 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც თამასის ბოლომდე არათუ დათმო, კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოოდ 79:63 (სტატისტიკა) და ორბმა მიმდინარე “ა” ლიგის ცხრილში უშუალო კონკურენტებს – ივერიონს და გთუნის გაუთანაბრდა.
გამარჯვებულთაგან 15 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო დემარკუს ეიდი. 14 ქულა მიითვალა კვენტინ დევისმა. კენი კუპერმა სამი შვიდიანი დასვა – 7 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი. ასტრალში 14 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ მაკქვინი.
ასტრალმა პირველი მარცხი განიცადა, თუმცა ლიგის ლიდერად რჩება. შემდეგ კი სამი თანაბარქულიანი გუნდები ოდიან – გთუნი, ორბი და ივერიონი.