ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” სასტაროში ადგილს კარგავს

ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” სასტაროში ადგილს კარგავს

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში ადგილს კარგავს. ოლ სტარის უეიკენდის შემდეგ “გოლდენ სტეიტმა” ორი მატჩი გამართა და ორივეში ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო. ოკლენდურ გუნდში თამაშის განმავლობაში პირველად 23 თებერვალს “კლიპერსთან” მატჩშ მოხდა, რომ  ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ეს განმეორდა დღესაც, როცა “გოლდენ სტეიტმა” “ოკლაჰომას” უმასპინძლა და 112:80 დაამარცხა. 

ორივე ჯერზე ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ჯავალი მაკგი იყო. “კლიპერსთან” ზაზამ 7 წუთი ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა. დღეს კი, სათადარიგო ფაჩულიამ სასტარტო მაკგისზე 9-ით მეტი – 19 წუთი ითამაშა ითამაშა და 4 ქულას, 6 მოხსნა, 2 პასს და 1 დაფარებას გამორჩა.

“გოლდენ სტეიტს” 46 მოგება და 14 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგაში “ჰიუსტონის” შემდეგ მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს ოკლენდური გუნდი 27 თბერვალს ნიუ იორკში “ნიკსთან” გამართავს.