ფაჩულიამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა ჰოქსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.

მორიგ მატჩში “ჰოქსი” გასვლაზე “სან ანტონიო სპურს” შეხვდა და პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოქმედ ჩემპიონებს 16:5 მოუგეს, ფავორიტმა კი 17 სროლიდან 16 ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.
რაც შეეხება ფაჩულიას, მან შეხვედრა 14 ქულით (ამ სეზონის პირადი რეკორდის გამეორება), 3 მოხსნითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაასრულა და თამაშიდან 6/4 სროლა გამოიყენა. ფაჩულიას ტიმ დანკანისა და  კურტ ტომასის წინააღმდეგ თამაში უწევდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა:  54 მატჩი, 22:32, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 27 თებერვალი (შინ, საკრამენტოსთან).