ფაჩულიას გოლდენ სტეიტი ჰიუსტონთან სერიაში 2:1 დაწინაურდა

ფაჩულიას გოლდენ სტეიტი ჰიუსტონთან სერიაში 2:1 დაწინაურდა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” ნბა-ს ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა. ოკლენდელებმა “ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლეს და სამკაოდ იოლად – 126:85 დაამარცხეს. ჰიუსტონში გაცვლილი მოგებ-წაგების შემდეგ ამ გამარჯვებამ “გოლდენ სტეიტი” სერიაში 2:1 დააწინაურა.

ზაზა ფაჩულიამ მატჩის დასკვნითი 3 წუთი ითამაშა, თუმცა არც ერთი სტატისტიკური მონაცემი არ ჰქონია. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 35 ქულა მიითვალა. 25 ქულა ჰქონდა კევინ დიურანტს, დრეიმონდ გრინის ანგარიშზე კი 10 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა. 

სერიის მომდევნი შეხვედრა 23 მაისს, ისევ ოკლენდში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ სერიაში “ბოსტონი” 2:1 უგებს “კლივლენდს”.