ფაჩულიას გუნდმა საკრამენტო დაამარცხა

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” საკუთარ მოედანზე “საკრამენტოს” 123:117 მოუგეს და ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, ამ დროში თამაშიდან 4/1 სროლა გამოიყენა და შეხვედრა 5 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. ზაზას ანგარიშზე ასევე 1 ჩაჭრა, 3 პერსონალური შენიშვნა და 1 შეცდომა იყო.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო ჯო ჯონსონი, რომელმაც 26 ქულა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 55 მატჩი, 23:32, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 29 თებერვალი (საკუთარ მოედანზე, “ნიუ იორკთან”).