ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო

ინდიანა – ატლანტა 113:91
კარგი სტარტის შემდეგ, “ჰოქსმა” გააუარესა თამაშის ხარისხი და ეს აღნიშნულ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომელიც თავიდან ბოლომდე “პეისერზის” დიდი უპირატესობით წარიმართა. ზაზა ფაჩულიას აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ორივე გუნდში კი ყველაზე მეტი ქულა “პეისერზის” ფორვარდმა, დენი გრეინჯერმა მოიმკო, რომელმაც შეხვედრა 32 ქულით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
 ატლანტა – ნიუ ჯერსი 107:113
საშინაო შეხვედრაში მასპინძლები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა ბოლო მეოთხედში “ჰოქსმა” ვერაფერი დაუპირისპირა ჯეისონ კიდსა და ვინს კარტერს და “ნიუ ჯერსიმ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.სამწუხაროდ, კვლავ მინიმალური დრო მიეცა ზაზა ფაჩულიას თავის გამოჩენისთვის. საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და ამ დროში თამაშიდან ერთადერთი სროლა გააფუჭა და მატჩი ორი შეცდომით დაასრულა. ოOრივე გუნდში ყველაზე შედეგიანი ფაჩულიას თანაგუნდელი, ფორვარდი ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც მატჩი 34 ქულითა და 9 მოხსნით, ასევე 3 დაფარებით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთმატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 31 მატჩი, 15:16, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში.ზაზა ფაჩულია: 19 მატჩი (5 სასტარტოში), 5.2 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.4 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 9 იანვარი, ატლანტა – კლივლენდი.