ფაჩულიას ზედიზედ მეორე 20-წუთიანი

ფაჩულიას ზედიზედ მეორე 20-წუთიანი

მას შემდეგ, რაც 2 მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორე შეხვედრაა, 20 წუთზე მეტს თამაშობს. გუშინწინ ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს 12 მოხსნა და 2 ქულა შეაშველა, ამ გამთენიისას კი დენვერში 90:100 წაგებულ მატჩში ზაზამ 4 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
 
ქართველი ცენტრი 21,43 წუთს ათამაშეს. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა. ის მოხსნებში თავისიანთაგან მხოლოდ ალ ჰორფორდს ჩამორჩა, რომელმაც 16 მოხსნა მიითვალა. ატლანტელები პირველ ტაიმში ძირითადად ლიდერის როლში იყვნენ, მესამეში თამაში გათანაბრდა და დენვერელებმა ბოლო მეოთხედში მოიპოვეს გამარჯვება.
 
ატლანტელებს ახლა 36 გამარჯვება და 23 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს “ჰოუქსი” ზეგ გამთენიისას შინ “ჩიკაგოსთან” ჩაატარებენ.