ფედერაციის მილოცვა ლევან მოსეშვილს

ფედერაციის მილოცვა ლევან მოსეშვილს

დიდ ქართველ კალათბურთელსა და მწვრთნელს, ლევან მოსეშვილს დღეს 78 წელი შეუსრულდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ლევანს ამ ღირსსახსოვარ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და ბედნიერი დღეების სიმრავლეს. 

ლევან მოსეშვილი გახლდათ თბილისის “დინამოს” კალათბურთლი 1959-72 წლებში. მას ამ კლუბთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1968), ვერცხლის მედლები (1959, 1961, 1969) და ბრინჯაო (1965). 1969 წელს ლევან მოსეშვილი “დინამოს” შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. 

1963-64 წლებში ლევან მოსეშვილი იცავდა საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი. 

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ – 1972 წლიდან 2003 წლამდე ლევან მოსეშვილი წვრთნიდა “დინამო თბილისს”, რის შემდეგაც “თბილავიამშენსა” და “არმიას” თავკაცობდა. 

ლევან მოსეშვილი (მარჯვნივ) ევროპის ჩემპიონთა თასით ხელში