ფევაძის 18 ქულა და ლაგუნა შარკსის მეორე გამარჯვება რუმინეთში

ფევაძის 18 ქულა და ლაგუნა შარკსის მეორე გამარჯვება რუმინეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ალექსანდრე ფევაძემ, რომელსაც ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის ძირითადში ხშირად ხვდება, რუმინეთის უმაღლეს ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის ლაგუნა შარკსმა მიერკურეას უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა 3 ქულის სხვაობით – 89:86 მოუგო.

ფევაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 28:51 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ლაგუნა შარკსმა სეზონში მხოლოდ მეორე მატჩის მოგება შეძლო. კლუბი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და რუმინეთის ჩემპიონატში ცხრილის ქვედა რვა გუნდში თამაშობს. ლაგუნა შარკსი 10 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში ტარგუ ჯიუს ესტუმრება.