ფევაძის 22 ქულა და 9 მოხსნა ვალენსიაში მოგებულ მატჩში

ფევაძის 22 ქულა და 9 მოხსნა ვალენსიაში მოგებულ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულების გუნდ “გრან კანარიაში” გადავიდა, 23 წლის ქართველმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის რანგით მესამე LEB Silver-ში კანარელები ვალენსიას ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში გრან კანარია II (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, რეალ კანოესთან ჩაატარებს.