ფიბა-მ სანაკრებო მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა

ფიბა-მ სანაკრებო მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გახსნითი ფანჯრის მატჩების მოსამსახურებლად ფიბა-მ მსაჯები და ტექნიკური დელეგატები შეარჩია. ჩვენს ინტერესს იწვევს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშები, თუმცა მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ მსოფლიო შესარჩევი ტურნირის 2 შეხვედრას ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი (ტექნიკური დელეგატი) მოემსახურება.

მაშ ასე, გთავაზობთ იმ მატჩების მსაჯთა და ტექნიკურ დელეგატთა ვინაობას, რომლებიც საქართველოს ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან და ასევე შეხვედრებს, რომელთა ტექნიკური დელეგატიც მერაბ რატიშვილი იქნება.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩები ტურნირი. I ფანჯარა

 

26 ნოემბერი. თბილისი (საქართველო)

საქართველო – უკრაინა

მსაჯები: მარტინ ვულიჩი (ხორვატია), დარიუშ ზაპოლსკი (პოლონეთი), მიჰკელ მანისტე (ესტონეთი).

ფიბას ტექნიკური დელეგატი: ნატალი სანდმანი (გერმანია)

 

29 ნოემბერი. ხაენი (ესპანეთი)

ესპანეთი – საქართველო

მსაჯები: ბორის კრეიჩი (სლოვენია), პაულუ მარკეში (პორტუგალია), ჯან მავისუ (თურქეთი)

ფიბას ტექნიკური დელეგატი: ჟოაო კრესპო (პორტუგალია)

 

26 ნოემბერი. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)

რუსეთი – იტალია

ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)

 

29 ნოემბერი. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)

რუსეთი – ისლანდია

ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)