ფიბა-ს სანაკრებო და საკლუბო ნომინაციები საქართველოს ჭრილში

ფიბა-ს სანაკრებო და საკლუბო ნომინაციები საქართველოს ჭრილში

ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისა და ევროტურნირების მატჩები. ფიბა-მ იმ მსაჯ-კომისრების და სამატჩო დელეგატების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მოახლოვებულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს მოემსახურებიან.  აქ გთავაზობთ ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისრის, მერაბ რატიშვილის მატჩებზე ნომინაციებსა და იმ მსაჯ-კომისრების სიას, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “დინამო თბილისის” მატჩებს მოამსახურებიან:

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები

13 სექტემბერი. თელ ავივი (ისრაელი): ისრაელი-საქართველო

მსაჯები: ბორის კრეიჩი (სლოვენია), ოზლემ იალმანი (თურქეთი), ფერნანდო კალატრავა (ესპანეთი). ფიბას ტექნიკური დელეგატი: დრაგან მედანი (ხორვატია)

16 სექტემბერი. თბილისი (საქართველო): საქართველო-საბერძნეთი

მსაჯები: სავერიო ლანძარინი (იტალია), ანდრის აუნკროგერსი (ლატვია), მიხალ პრეცი (პოლონეთი). ფიბას ტექნიკური დელეგატი: ზია პალა (თურქეთი)

 

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები

20 სექტემბერი. პირველი მატჩი. თბილისი (საქართველო): დინამო თბილისი (საქართველო) – არისი (სალონიკი, საბერძნეთი)

მსაჯები: სრდან დოჟაი (ხორვატია), გინტარას ვიტკაუსკასი (ლიეტუვა), ივან მილიჩევიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა). საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)

22 სექტემბერი. საპასუხო მატჩი. სალონიკი (საბერძნეთი): არისი (სალონიკი, საბერძნეთი)-დინამო თბილისი (საქართველო)

მსაჯები: ოსკარს ლუცისი (ლატვია), ბლაჟ ზუპანჩიჩი (სლოვენია), ვალერიო გრიჯონი (იტალია).ჰერცეგოვინა). საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დელეგატი: გეორგიოს ტანაცისი (საბერძნეთი)

 

მერაბ რატიშვილის ნომინაციები:

ფიბას ტექნიკური დელეგატი

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 16 სექტემბერი. ხიმკი (რუსეთი): რუსეთი-ბულგარეთი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დელეგატი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი. 20 სექტემბერი. თბილისი (საქართველო): დინამო თბილისი (საქართველო) – არისი (სალონიკი, საბერძნეთი)

ფიბას კომისარი

ფიბა ევროპის თასის საპასუხო საკვალიფიკაციო მატჩი. 26 სექტემბერი. დნეპროპეტროვსკი (უკრაინა): დნიპრო (უკრაინა) – ლავრიო (საბერძნეთი)