ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ორგანიზებით მოთამაშეთა ტესტირება დაიწყო

ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ორგანიზებით მოთამაშეთა ტესტირება დაიწყო

ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს ასაკობრივი ნაკრებების წევრთა და კანდიდატთა ტესტირებები, რაც ფიზიკურ მომზადებასთან ერთად მოიცავს სხვადასხვა საკალათბურთო კომპონენტებს. 

დეპარტამენტს ყოფილი კალათბურთელი, დავით თორთლაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ტესტირება უკვე ჩაუტარა საქართველოს გოგონათა ასაკობრივ და 20 წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრებს. ყველა ის ასაკობრივი ნაკრები, რომლებიც შეკრებას დაიწყებენ, მოუწევთ აღნიშნული ტესტების ჩაბარება.

ტესტირების მიზანია ახალგაზრდა კალათბურთელების მომზადების დომის დადგენა, რის შემდეგაც ნათელი გახდება, ვის რა კომპონენტზე მართებს მუშაობა. ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ორგანიზებით ტესტირება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველი შეკრების წინ გაიმართება.