პირველი ნახევრის შემდეგ საქართველო სერბეთს ბელგრადში 45:44 ამარცხებს

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველო სერბეთს ბელგრადში 45:44 ამარცხებს

მეორე პერიოდი სერბება გაცილებით მობილიზებულად დაიწყეს, რაც იმაშიც აისახა, რომ მანამდე 10 ცდიდან ჩაგდებული 5 საჯარიმოს შემდეგ, მეორე პერიოდის საწყის 4 წუთში 6-დან ჩააგდეს. ჯარიმების სიმრავლე იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ სამწამიან ზონაში სერბებს უპირატესობა ჰქონდათ. ქართველებმა მეორე პერიოდის საწყის 4 წუთში ბურთი ვერ ჩააგდეს და სერბეთი 29:21 დაწინაურდა, თუმცა მომდევნო წუთნახევარში მაიკლ დიქსონმა სნაიპერული თვისებები გამოავლინა და მიჯრით ჩაგდებული 8 ქულის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა 29:29 – მეორე პერიოდის დასრულებამდე 04:48 წუთით ადრე.

მაიკლ დიქსონმა გააგრძელა მექულეობა და მისი მორიგი სამქულიანის შემდეგ ქართველები 32:30 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ წავიდა ქულა-ქულაში თამაში. ქართველები მოპოვებულ უპირატესობას არ თმობდნენ – ხან 3 ქულით გავიჭრებოდით წინ, ხან 1-ით, ხანაც ფრე ფიქსირდებოდა. ბოლოსწინა წუთზე ქართველებმა არასპორტული ჯარიმა მიიღეს, რომელიც მარკო სიმონოვიჩმა 1 ქულად აქცია, ხოლო რადულიცამაც 1 საჯარიმო ჩააგდო მომდევნო შეტევაში და მასპინძლები ტაიმის ბოლო წუთზე 44:42 დაწინაურდნენ.

ბოლო შეტევაში მაიკლ დიქსონმა კიდევ ერთი, თავისი რიგით მე-4 სამქულიანი ჩააგდო, საკუთარი მონაგარი 23 ქულამდე გაზარდა და საქართველოს პირველი ტაიმი 45:44 მოაგებინა.

 

სტატისტიკა: http://www.fiba.basketball/ls/#10766&10767-G-4